პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: აღმზრდელი -მოკლე ანოტაცია
პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32
სწავლის ხანგრძლივობა: 2 წელი;
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ სრული ზოგადი განათლების (12 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .
სწავლის საფასური : უფასოდ, სახელმწიფოს დაფინანსებით;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში/Higher Vocational Qualification in Preschool Education და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.
კურსდამთვრებულს შეეძლება:
ა) ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური
შესაძლებლობების გათვალისწინებით;
ბ) მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
გ) ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
დ) წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.
დასაქმების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით,აღმზრდელად.
გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი
555749366, 555315144, 568888114; 568486060.
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32