პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: საფინანსო სერვისები
პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი. კოსტავას ქ. 32
სწავლის ხანგრძლივობა: 1 წელი;
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, მინიმალური ასაკი 17 წელი , კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .
სწავლის საფასური : 2000 ლარი;
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.
კურსდამთავრებულს შეეძლება:
1. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება სავაჭრო ობიექტებში
2. აწარმოოს ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორება საბანკო დაწესებულებებში
3. განახორციელოს სალარო და საბანკო ოპერაციები
4. შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები
5. ეფექტურად მოემსახუროს კლიენტებს.
დასაქმების შესაძლებლობები:
საფინანსო სერვისებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების მოლარედ, მათ შორის - ბილეთების გაყიდვების სალაროებში; ბანკებსა და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო დაწესებილებებში მოლრისა და ოპერატორის პოზიციაზე, ასევე ნივთების დაგირავებითა და ფულადი თანხების გაცემით დაკავებული აგენტებისა და ბუკმეკერების პოზიციებზე
კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს:
გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული
555749366, 555315144, 568888114; 568486060.
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32