მოკლე ანოტაცია:
პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32
სწავლის ხანგრძლივობა: 10 თვე
კურსდამთავრებულს შეეძლება:
უზრუნველყოს კომპიუტერის აპარატურული მხარდაჭერა (Hardware);
უზრუნველყოს კომპიუტერის პროგრამული მხარდაჭერა (Software);
იმუშაოს მობილურ, Linux და Windows Server ოპერაციულ სისტემებთან;
გამართოს პერიფერიული მოწყობილობები;
დაამონტაჟოს და გამართოს მცირე ზომის კომპიუტერული ქსელი;
დაამონტაჟოს და გამართოს ვიდეო სამეთვალყურეო სისტემები;
უზრუნველყოს კომპიუტერულ სისტემებში გაუმართაობების იდენტიფიცირება / აღმოფხვრა;
უზრუნველყოს კომპიუტერული სისტემების მხარდაჭერა სამუშაო ადგილზე და დისტანციურ რეჟიმში.
სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე .
სწავლის საფასური : უფასო, სახელმწიფოს დაფინანსებით.
კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით.
ინფორმაციული ტექნოლოგიების მხარდაჭერის სპეციალისტს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერი პროფილის და ზომის ორგანიზაციაში.
კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს საგანმანათლებლო პროგრამაში - ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოდულებით განსაზღვრული კრედიტები
გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული
დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
555749366, 555315144
კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32








