Blog

SBA უკვე რეგიონებში

საქართველოს ბიზნესის აკადემია – SBA რეგიონებში ციფრული კომპეტენციის კურსს ახორციელებს. სასწავლო კურსი ხელმისაწვდომია საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში და მათ შორის ზუგდიდში-კოლეჯი ცხუმ-ეგრისის ბაზაზე. მიმდინარე წლის აგვისტოში  უკვე დაიწყო მოკლევადიაინი  ტრენინგ კურსები საკვანძო კომპეტენციებში, რომელიც ხორციელდება  SBA-თან  ურთიერთთანამშრომლობისა და  „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.

მოკლევადიანი კურსების მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნად პროფესიებში სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება და/ან სამუშაო ადგილებზე შემდგომი სტაჟირებითა და საკვანძო კომპეტენციების განვითარებით მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ამ გზით სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობა.

აღნიშნული ტრენინგ კურსები სერტიფიცირებული იქნება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სწავლების დამადასტურებელი მოწმობა.

პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის სწავლა უფასოა!