პროფესიული – საგანმანათლებლო პროგრამები

ელექტროობა

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ელექტროობა პროგრამის განხორციელების ადგილი: ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32 სწავლის წინაპირობა: პროგრამაზე სწავლების უფლება აქვთ მხოლოდ საბაზო განათლების (9 კლასი) მქონე ნებისმიერი ასაკის პირებს, კანონმდებლობით დადგენილი ჩარიცხვის წესის და პირობების შესაბამისად პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვების საფუძველზე . სწავლის საფასური : უფასო, სახელმწიფოს დაფინანსებით. კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ: პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული კვალიფიკაცია და მიიღებენ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ორენოვან დიპლომს, დანართით. კურსდამთვრებულს შეეძლება: 1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება 2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები 3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში 4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით 5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები 6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით 7. შექმნას და წარადგინოს პროექტი. დასაქმების შესაძლებლობები კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს: ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; შენობის ელექტრიკოსად; მომმარაგებელელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟედ; დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ; ასაფრენდასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟედ და მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟედ. კვალიფიკაციის მოსაპოვებლად პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს საგანმანათლებლო პროგრამაში -  ელექტროობა   მოდულებით  განსაზღვრული  კრედიტები, მონაწილეობა მიიღოს შუალედურ შეფასებაში და ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. გაიარეთ შიდა რეგისტრაცია: რეგისტრაციის ბმული დამატებითი პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 555749366, 555315144, 568888114. კოლეჯი ცხუმ-ეგრისი .ზუგდიდი, კოსტავას ქ. 32    
სრულად ნახვა...

პროფესიული – საგანმანათლებლო პროგრამები

  პროგრამების განმახორცილებელი პერსონალი ფარმაცია ( სააფთიაქო) საფინანსო სერვისები ინფორმაციის ტექნოლოგია ელექტროობა აღმზრდელი საექთნო საქმე ბუღალტრული აღრიცხვა            
სრულად ნახვა...