სიახლეები

სიახლეები

ბავშვთა საერთაშორისო  დღე

ბავშვთა საერთაშორისო დღე

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება! ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება, ცხუმ-ეგრისში, ღია ცის ქვეშ , სპეციალურად პროფესიული პროგრამა აღმზრდელის სტუდენტებისა და მასწავლებლების ბავშვებისთვის გაიმართა.  ბავშვებმა ფერადი ცარცებით ლამაზად მოხატეს ეზო და სხვადასხვა გასართობი და სახალისო აქტივობა წარმოადგინეს. ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ დღესასწაულს და ვუსურვებთ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას.

სრულად
ტრენინგი საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტებისათვის

ტრენინგი საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტებისათვის

ტრენინგი საექთნო საქმის სტუდენტებისათვის! 29 მაისს და 7 ივნისს საექთნო საქმის სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: 1.ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა; 2.მაღალი რისკის მედიკამენეტების დოზირება და მართვა რეალურ გარემოში; ტრენინგს უძღვებოდა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მთავარი ექთანი , სერტიფიცირებული ტრენერი ლელა ჭითანავა. მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის

სრულად
ტრენინგი თემაზე:“პროფესიული საექთნო მიმართულების სტუდენტთა კლინიკური სწავლება სამედიცინო დაწესებულებებში“.

ტრენინგი თემაზე:“პროფესიული საექთნო მიმართულების სტუდენტთა კლინიკური სწავლება სამედიცინო დაწესებულებებში“.

  5 ივნისს ცხუმ-ეგრისში გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: “პროფესიული საექთნო მიმართულების სტუდენტთა კლინიკური სწავლება სამედიცინო დაწესებულებებში“. ♻️ტრენინგს უძღვებოდა განათლების ექსპერტი გიორგი ბერია. ♻️შეხვედრა ჩატარდა "საექთნო საქმის" თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი საექთნო პერსონალის, პრაქტიკის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციისათვის. ♻️მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.!

სრულად
პროფორიენტაციის შეხვედრა! აფხაზეთის # 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

პროფორიენტაციის შეხვედრა! აფხაზეთის # 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან

მიმდინარე წლის 1 მაისს აფხაზეთის # 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან პროფორიენტაციის შეხვედრა გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებისა და პროფესიული სტუდენტების მიზანი იყო პროფესიული განათლების პოპულარიზაცია , მოსწავლეებს მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიულ პროგრამებზე, მიღების წესისა და დასაქმების შესაძლებლობებზე. კოლეჯი მადლობას სკოლის ადმინისტრაციას პროფორიენტაციისა დaკარიერული დაგეგმვის აქტივობების ხელშეწყობისათვის

სრულად
პროფორინტაციის შეხვედრა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან!

პროფორინტაციის შეხვედრა სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის N 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან!

კოლეჯი ცხუმ-ეგრისსა და კახათის N 1 საჯარო სკოლის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა . მემორანდუმის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფორიენტაციის სერვისების განვითარებაა. 15 მაისს კოლეჯის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს სკოლის მოსწავლეებთან. სადაც მათ მიეწოდათ ინფორმაცია პროფესიული პროგრამების, ჩარიცხვის წესისა და დასაქმების პრესპექტივების შესახებ. ასევე საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგნენ აუდიტორიის წინაშე პროფესიული სტუდენტები ნუკრი ნემსიწვერიძე და გიორგი გაბუნია.

სრულად
პროფორინტაციის შეხვედრა სსიპ ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის # 11 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან!

პროფორინტაციის შეხვედრა სსიპ ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის # 11 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან!

კოლეჯი ცხუმ-ეგრისსა და აფხაზეთის # 11 საჯარო სკოლას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სერვისის განვითარებაა.

სრულად
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის მიზნით, აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა და დასრულდება 19 მაისს. რეგისტრაცია  შესაძლებელია პორტალზე - https://vet.emis.ge/#/registration

სრულად