სიახლეები

ტრენინგი ფარმაციის პროგრამის სტუდენტებისათვის!

ტრენინგი ფარმაციის პროგრამის სტუდენტებისათვის! ტრენინგის თემა: "მომხმარებელთან ურთიერთობა ფარმაცევტულ დაწესებულებებში". ტრენინგს უძღვებოდა პროგრამის ხელმძღვანელი- ნინო გადელია. ტრენინგის მიზანი იყო კომუნიკაციაში ინტერპერსონალური და პროფესიული ქცევის კომპეტენციის განვითარება.  
სრულად ნახვა...

სახანძრო უსაფრთხოების ტრენინგი

 12 ივნისს ცხუმ-ეგრისში პროფესიული სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა ტრენინგი სახანძრო უსაფრთხოების თემაზე. განხილული იყო სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ხანძრის პრევენცია, ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, ევაკუაცია. ტრენინგს უძღვებოდა საქართველოს სახანძრო პრევენციის ასოციაციის მიერ სერტიფიცირებული ტრენერი რიტა ჭითანავა. მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგისათვის.
სრულად ნახვა...

ექთნის საერთაშორისო დღე

ყოველი წლის მაისის თვეში ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება! კოლეჯი ცხუმ-ეგრისი ულოცავს ყველა ექთანს პროფესიულ დღეს, უსურვებს მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში და გულითად მადლიერებას პაციენტებისაგან. ცხუმ-ეგრისის პროფესიულმა სტუდენტებმა , რომლებიც პროგრამის ფარგლებში კლინიკური სწავლების პრაქტიკას გადიან ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში, კლინიკის უფროს ექთნებთან ერთად აღნიშნეს დღესასწაული და მადლობა გადაუხადეს მათ თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესში გაწეული ღვაწლისათვის.  დაწესებულება მადლობას უხდის პარტნიორი კლინიკის უფროს ექთნებს , ქალბატონებს: ლელა ჭითანავას, ნონა ფხაკაძეს, ასმათ ხარებავას, ელისო გულორდავასა და მარიამ კვარაცხელიას პროფესიონალიზმისა და პასუხისმგებლობისათვის!
სრულად ნახვა...

ბავშვთა საერთაშორისო დღე

პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება! ამ დღის აღმნიშვნელი ღონისძიება, ცხუმ-ეგრისში, ღია ცის ქვეშ , სპეციალურად პროფესიული პროგრამა აღმზრდელის სტუდენტებისა და მასწავლებლების ბავშვებისთვის გაიმართა.  ბავშვებმა ფერადი ცარცებით ლამაზად მოხატეს ეზო და სხვადასხვა გასართობი და სახალისო აქტივობა წარმოადგინეს. ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ დღესასწაულს და ვუსურვებთ ლაღ და უზრუნველ ბავშვობას.
სრულად ნახვა...

ტრენინგი საექთნო საქმის პროფესიული სტუდენტებისათვის

ტრენინგი საექთნო საქმის სტუდენტებისათვის! 29 მაისს და 7 ივნისს საექთნო საქმის სტუდენტებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე: 1.ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა; 2.მაღალი რისკის მედიკამენეტების დოზირება და მართვა რეალურ გარემოში; ტრენინგს უძღვებოდა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მთავარი ექთანი , სერტიფიცირებული ტრენერი ლელა ჭითანავა. მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისათვის
სრულად ნახვა...

ტრენინგი თემაზე:“პროფესიული საექთნო მიმართულების სტუდენტთა კლინიკური სწავლება სამედიცინო დაწესებულებებში“.

  5 ივნისს ცხუმ-ეგრისში გაიმართა ონლაინ ტრენინგი თემაზე: “პროფესიული საექთნო მიმართულების სტუდენტთა კლინიკური სწავლება სამედიცინო დაწესებულებებში“. ♻️ტრენინგს უძღვებოდა განათლების ექსპერტი გიორგი ბერია. ♻️შეხვედრა ჩატარდა "საექთნო საქმის" თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის განმახორციელებელი საექთნო პერსონალის, პრაქტიკის ხელმძღვანელებისა და ადმინისტრაციისათვის. ♻️მადლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრისთვის.!
სრულად ნახვა...