2022-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
http://2022-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
სრულად
http://2022-2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში
სრულად
შპს ცხუმ-ეგრისის სტრატეგიული განვითარების გეგმა
სრულად
19 ივნისს კოლეჯში სტუმრად იმყოფებოდა ჯიპისის სააფთიაქო ქსელის რეგიონალური მენეჯერი ქალბატონი ნინო როგავა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამა ფარმაციის პროფესიული სტუდენტები, პროგრამის ხელმძღვანელი ქ.-ნი ნინო გადელია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. შეხვედრა წარიმართა დიალოგის ფორმატში, ქ.-მა ნინომ სტუდენტებს გააცნო ფარმაცევტის კარიერული წინსვლის სქემა და გაუზიარა საკუთარი პროფესიული გამოცდილება , უპასუხა სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც სს „გეფას ქსელში“სტუდენტური სტაჟირების შესაძლებლობებსა და და დასაქმების პრესპექტივებს ეხებოდა.
სრულად
„აღმზრდელი“-ს პროფესიულ-საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის დასრულებას მიეძღვნა ღონისძიება, რომელიც მრავალფეროვანი იყო თავისი შინაარსით. კურსდამთავრებულებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია,რომლის მიზანი პროგრამის ფარგლებში ათვისებული თეორიული და პრაქტიკული უნარების დემონსტრირება იყო.  თვითოეულმა მათგანმა წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა პროგრამის განხორციელებაში ჩართული ყველა მასწავლებლის და კოლეჯის ადმინისტრაციის მიმართ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ბ.-ნი გელა მამფორია, , ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ-სააღმზრდელო მართვის ცენტრის დირექტორი ქ.-ნი ხათუნა თოლორაია, პროგრამის ფარგლებში მოდულების განმახორციელებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები. ღონისძიების ფინალური ნაწილი ემოციური იყო, რაც სტუდენტობის წლების დასრულებას ახლავს თან.
სრულად