სიახლეები

სტატიები

სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  ექსპერტმა , ქეთევან ჯანელიძემ,  ცხუმ-ეგრისის პერსონალთან  საინფორმაციო შეხვედრა გამართა! შეხვედრაზე განხილული იყო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 360 გრადუსიანი თვითშეფასების ელექტრონული სისტემის შემუშავებისა და მართვის საკითხები. სისტემის შექმნის  შემდეგ  დაწესებულებებს ექნებათ შესაძლებლობა თვითშეფასებისთვის გამოიყენონ თანამედროვე, მოქნილი და ინფორმაციის ავტომატურად მართვადი სისტემა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარებისათვის.

სრულად

პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამები

სრულად
დასაქმების ფორუმი

დასაქმების ფორუმი

ზუგდიდში   გაიმართა დასაქმების  ფორუმი , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს  ცხუმ-ეგრისის პროფესიულმა სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. ფორუმი ორგანიზებული იყო  სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ. ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნეს სექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის, კადრების დეფიციტის მოგვარებაა.

სრულად

ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ შეხვედრა ფარმაციის  პროგრამის  სტუდენტებთან გაიმართა  ფარმაცევტული კომპანია „გეფას“ წარმომადგენლების შეხვედრა  ფარმაციის პროგრამის პროფესიულ  სტუდენტებთან.  შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებისა  და მასწავლებლებისთვის კომპანიის აქტივობების გაცნობა, შიდა ვაკანსიებისა და  სტაჟირების პროგრამის შეთავაზება , კარიერული ზრდის შესაძლებლობის მიმოხილვა. კომპანია „გეფა” სტუდენტებს სთავაზობს: ანაზღაურებად სტაჟირებას სასწავლო პროცესზე მორგებული გრაფიკით (4,6,8 საათიანი სამუშაო დღე, სწავლასთან შეთავსებული) და ყველა წარმატებული სტაჟიორის დასაქმების პერსპექტივას .

სრულად

19-20 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ტრენინგს საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA -მ უმასპინძლა. ტრენინგების ციკლი ასოციაციის წევრი კოლეჯების შესაძლებლობების გაძლიერების და მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ტარდება. მხარდაჭერის პაკეტი რამდენიმე მიმართულებას გულისხმობს. მათ შორის სიმულაციურ საავტორიზაციო ვიზიტებს და კოლეგიალურ ვიზიტებს.  

სრულად

5 სექტემბერი ფარმაცევტთა საერთაშორისო დღეა! ☀️ამ დღის აღსანიშნავად  ფარმაციის პროგრამის  სტუდენტებს პროფესიული დღესასწაული  მიულოცეს ხარისხის მართვის მენეჯერმა  ნონა თაკალანძემ  და პროგრამის ხელმძღვანელმა  ნინო გადელიამ.    ☀️ღონისძიებაზე მოწვეული  იყო  ფარმაცევტული კომპანია  GM PHARMA-ს სამედიცინო წარმომადგენელი სამეგრელო ზემო სვანეთში მირანდა დადიანი, რომელიც სტუდენტებს ესაუბრა  ფარმაცევტის პროფესიის მნიშვნელობასა    და სფეროში მიმდინარე სიახლეებზე. ასევე  გაიმართა საინტერესო  დისკუსია ისეთ  საკითხებზე, როგორიცაა პაციენტებზე ზრუნვა  და მომხმარებლების ნდობა.

სრულად
სასწავლო ექსკურსია ლიბერთი ბანკში!

სასწავლო ექსკურსია ლიბერთი ბანკში!

სასწავლო ექსკურსია ლიბერთი ბანკში! 8 ოქტომბერს პროფესიული პროგრამის საფინანსო სერვისების სტუდენტები კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციას, ლიბერთი ბანკს სასწავლო ექსკურსიის მიზნით ეწვივნენ (პროფესიული მოდული „ გაცნობითი პრაქტიკა’’ სწავლის შედეგი 2.  ტიპური პროფესიული გარემოს გაცნობა ). ბატონმა გიორგი ჩილაჩავამ ,  სტუდენტებს გააცნო  პროფესიული სამუშაო გარემო და პროფესიული უფლება-მოვალეობები, სამუშაო გარემოს მოწყობის მეთოდები და სამუშაო სივრცის ორგანიზაციის ძირითადი ტექნოლოგიები, ასევე  ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფისა და დაცვის ღონისძიებები. მადლობა ლიბერთი ბანკს ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის.

სრულად