სიახლეები

სტატიები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის ! ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესში, ვებგვერდზე (naec.ge), თქვენ შეგიძლიათ საბაკალავრო პროგრამებთან ერთად აირჩიოთ პროფესიული განათლების მიმართულებებიც. აირჩიეთ კოლეჯი ცხუმ-ეგრისი , მონიშნეთ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა: ფარმაცია (სააფთიაქო) და აირჩიეთ ერთ-ერთი საგამოცდო საგანი: ქიმია/ბიოლოგია, მათემატიკა/ ფიზიკა; ფარმაცია ( სააფთიაქო) https://ckhum.edu.ge/article/27 შეგიძლიათ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://ckhum.edu.ge/registration ~ პროფესიულ საგნმანათლებლო პროგრამაზე სწავლისას: მიიღებთ სრულ სახელმწიფო დაფინანსებას; სწავლის პერიოდში გადაგივადდებათ სამხედრო სამსახური; პრაქტიკას გაივლით კოლეჯის პარტნიორ დარგის წამყვან კომპანიებში; კოლეჯი იზრუნებს თქვენს კარიერულ განვითარებაზე თქვენ დაგვხვდებათ შესანიშნავი სასწავლო გარემო, თქვენზე ორიენტირებული პროგრამის პროფესიონალი განმახორციელებელი პირები და ადმინისტრაციული პერსონალი; კვალიფიკაციის მოპოვებისას მიიღებთ ორენოვან სახელმწიფო პროფესიულ დიპლომს. ცხუმ-ეგრისი გისურვებთ წარმატებებს!  

სრულად
მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება !

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება !

მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარება ! 2 და 3 აპრილს კოლეჯ ცხუმ-ეგრისის პროფესიული განათლების მასწავლებლები.ესწრებოდნენ კერძო კოლეჯების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ტრენინგს, რომელიც ინკლუზიურ განათლებასა და უნივერსალური დიზაინის (UDL) პრინციპებზე დაფუძნებული სწავლების თანამედროვე მიდგომებს ეხებოდა, ტრენინგის თემატიკა მოიცავდა უნივერსალური დიზაინის (UDL) და ინკლუზიური განათლების პრინციპებზე დაფუძნებულ პედაგოგიურ მიდგომებს, მათ შორის სწავლების დაგეგმვასა და ალტერნატიური შეფასების გამოყენებას. ტრენინგს უძღვებოდა ზრდასრულთა განათლების ექსპერტი - ნინო ელბაქიძე. ხარისხიანი პროფესიული განათლება იწყება ძლიერი მასწავლებლით.საყურადღებო ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის !  

სრულად
ღია კარის დღე ბათუმში!

ღია კარის დღე ბათუმში!

ღია კარის დღე ბათუმში! ✅3 აპრილს ბათუმში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს მიერ იყო ორგანიზებული. ღონისძიებაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებთან ერთად წარმოდგენილი იყო ასევე ცხუმ-ეგრისი. ✅ აბიტურიენტებს, მომავალ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლებსაც კოლეჯი ცხუმ-ეგრისი პროგრამის ფარმაცია (სააფთიაქო)-ს ფარგლებში მათ სთავაზობს. ✅ღია კარის დღე მიზნად ისახავს აბიტურიენტების ინფორმირებასა და მათ მხარდაჭერას პროფესიის არჩევის პროცესში.

სრულად
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენლის შეხვედრა კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პერსონალთან!!

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული წარმომადგენლის შეხვედრა კოლეჯის პროფესიულ სტუდენტებთან და პერსონალთან!!

  შეხვედრას უძღვებოდა თამთა ალანია, დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი  სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია  საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობისა  და მანდატის, მიმართვის ფორმებისა და რეაგირების მექანიზმების შესახებ, ასევე განხილული იყო  სახალხო დამცველის აპარატის როლი და მნიშვნელობა  ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სფეროში.  

სრულად
ტრენინგი კლინიკური პრაქტიკის შეფასების მეთოდებზე

ტრენინგი კლინიკური პრაქტიკის შეფასების მეთოდებზე

24 თებერვალს შპს კოლეჯი ცხუმ-ეგრისის პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებაში სს ‘’საქართველოს კლინიკები’’ ჩატარდა ტრენინგი კლინიკური პრაქტიკის შეფასების თანამედროვე მეთოდებზე , რომელსაც უძღვებოდა კლინიკის მთავარი ექთანი და კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებელი, ლელა ჭითანავა. ტრენინგს ესწებოდნენ საექთნო საქმის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკის ინსტრუქტორები და პარტნიორი ორგანიზაციების ექთნები. ტრენინგის მიზანი იყო კლინიკური პრაქტიკის განხორცილებაში ჩართული პირებისათვის იმ ინსტრუმენტებისა და მიდგომების გაცნობა, რომლებიც უზრუნველყოფენ პროფესიული სტუდენტების კლინიკური უნარებისა და პროფესიული კომპეტენციების ობიექტურ და სტრუქტურულ შეფასებას

სრულად
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი  ა(ა)იპ -თან ახალგაზრდობა და ვეტერანები თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ა(ა)იპ -თან ახალგაზრდობა და ვეტერანები თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის

კოლეჯ ცხუმ-ეგრისსა და ა(ა )იპ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის  ხელისშეწყობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა მემორანდუმის მიზანია მხარი დაუჭიროს  საქართველოს ახალგაზრდა თაობის ჩართვას ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. კოლეჯის სტუდენტებისა და პერსონალის  წინაშე საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაციით წარსდგა სამეგრელო-ზამი სვანეთის ტერიტორიული დანაყოფის უფროსი , ბატონი გიორგი  ზაქარაია.

სრულად
2026 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა

2026 წლის სამოქმედო გეგმის განხილვა

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს შედგა სამუშაო ჯგუფის სხდომა. რომელზედაც განსახილველად წარდგენილი იყო კოლეჯის 2026 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი. დოკუმენტი მუშავდება SWOT ანალიზის, ურთიერთთანამშრომლობისა და წინა წლების სამოქმედო გეგმების ანგარიშგებისა და ანალიზის გათვალისწინებით; ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ასახავს სტრატეგიულ გეგმაში წარმოდგენილი მიზნების მიღწევისათვის საჭირო კონკრეტულ ნაბიჯებს; ერთწლიანი სამოქმედო გეგმა 2026 - წარმოადგენს სამუშაო ვერსიას და ის, შესაბამისი რეკომენდაციებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, დამტკიცდება და განთავსდება კოლეჯის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სრულად

20 დეკემბერს, Garden hall-ში გაიმართა კერძო კოლეჯების ასოციაცია-ს მიერ ორგანიზებული საზეიმო ღონისძიება, რომელსაც ცხუმ-ეგრისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ! ღონისძიებაზე, კოლეჯ „ცხუმ-ეგრისი“-ს სტუდენტმა დიმიტრი როგავამ მუსიკალური ნომერი წარადგინა. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს ნიჭიერ სტუდენტს, რომელმაც თავისი მუსიკალური ნომრით საღამო კიდევ უფრო გაალამაზა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქა დამსწრე საზოგადოებას. ჩვენ ვამაყობთ თითოეული თქვენგანის წარმატებით! მადლობას ვუხდით კერძო კოლეჯების ასოციაციას ასეთი მაღალი დონის ღონისძიების ორგანიზებისთვის და პროფესიული განათლების პოპულარიზაციისთვის.

სრულად