ისტორია

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი (სამართლებრივი ფორმა-შპს) თავისი ისტორიის ათვლას იწყებს 1997 წლიდან და პროფესიულ ბაზარზე ოპერირების 23 წლიანი გამოცდილება გააჩნია.კოლეჯი ცხუმ-ეგრისი არის ავტორიზებული პროფესიულისაგანმანათლებლოდაწესებულება,რომელიც ახორციელებს საბაზო, საშუალო და უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. კოლეჯი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის" პროფესიული განათლების შესახებ” საქართველოს კანონის,მისგან გამომდინარე კანონქვემდება რეაქტების,საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და კოლეჯის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების საფუძველზე.კოლეჯის დამფუძნებელი და დირექტორია ფილოლოგიის დოქტორი, ბატონი გელა მამფორია.

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი 2008 წლიდან იყო ლიცენზირებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ და ახორციელებდა სახელობო პროფესიულ პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით. პროფესიული განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების შემდეგ კოლეჯმა ავტორიზებულ რეჟიმში განაგრძო ფუნქციონირება პროფესიული სტანდარტების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით. 2011 წელს ავტორიზაციის სტანდარტების გადამოწმების მიზნით კოლეჯში ვიზიტად იმყოფებოდა ექსპერტთა ჯგუფი.მათი დადებითი შეფასების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით კოლეჯს საგანმანათლებლო საქმიანობის უფლება გაუხანგრძლივდა ორი წლის ვადით. 2014 წელს შპს ცხუმ - ეგრისმა გაიარა ავტორიზაცია და პროფესიული საგანმანათლებლო და წესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით,5 წლის ვადით მიენიჭა საზოგადოებრივი კოლეჯის სტატუსი. 2019 წლის 14 ივნისს კოლეჯმა წარმატებით გაიარა რიგით მესამე ავტორიზაცი ადაპროფესიული. 123 გადაწყვეტილებით ექვსი წლის ვადით მოიპოვა პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობისა და 5 მოდულური პროგრამისგანხორციელების უფლება, ხოლო 2020 წლის 7 თებერვლის პროფესიული საგანმანათლებლო და წესებულებების ავტორიზაციის საბჭოს No.16 გადაწყვეტილებით, კოლეჯმა მოიპოვა დამატებით ორი მოდულური პროგრამის განხორციელების უფლება. ახალი მოდულური პროგრამებით კოლეჯი საგნობრივი სწავლებიდან გადადის უნარების სწავლაზე (საკვანძო კომპეტენციები, დარგობრივი უნარები). კონკურენტუნარიანი საგანმანათლებლო პროგრამები, თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მატერიალურ-ტექნიკურიბაზა,შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე მასწავლებლები - ყოველივე ეს უზრუნველყოფს ჩვენი სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს. გრძელვადიან დიპლომირებულ პროგრამებთან ერთად კოლეჯი ახორციელებს ასევე პროფესიული მომზადების 5 მოკლევადიან სასერთიფიკატო პროგრამას. მათ, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს პროფესიული განათლება, ჩვენ ვთავაზობთ საიმედო მეგზურობას: აირჩოს, ისწავლოს და შეიქმას წარმატებული კარიერა.
  
კოლეჯი ფუნქციონირებს ქ. ზუგდიდში, მის: კოსტავასქ. № 32.