სიახლეები

პროფესიული სტუდენტების საინფორმაციო შეხვედრა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან!

ა.წ.9 ოქტომბერს  გაიმართა კოლეჯის სტუდენტების შეხვედრა სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან! შეხვედრის მიზანი პროფორიენტაციის მიმართულებით სტუდენტების ცნობიერების ამაღლებასა და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს სერვისების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდას ემსახურებოდა.
სრულად ნახვა...

სკკა-ს კოლეგიალური ვიზიტი ზუგდიდში!

კოლეჯმა "ცხუმ-ეგრისი" და საზოგადოებრივმა კოლეჯმა "ზუგდიდის აკადემია" ა.წ. 10-11 ოქტომბერს, საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის მე-2 კოლეგიალურ ვიზიტს უმასპინძლეს.
სრულად ნახვა...

სასწავლო ექსკურსია ლიბერთი ბანკში!

პროფესიული პროგრამის საფინანსო სერვისების სტუდენტები კოლეჯის პარტნიორ ორგანიზაციას, ლიბერთი ბანკს სასწავლო ექსკურსიის მიზნით ეწვივნენ (პროფესიული მოდული „ გაცნობითი ბატონმა გიორგი ჩილაჩავამ , სტუდენტებს გააცნო პროფესიული სამუშაო გარემო და პროფესიული უფლება-მოვალეობები, სამუშაო გარემოს მოწყობის მეთოდები და სამუშაო სივრცის ორგანიზაციის ძირითადი ტექნოლოგიები, ასევე ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფისა და დაცვის ღონისძიებები.  
სრულად ნახვა...

კოლეჯი ცხუმ-ეგრისი ევროპის პროფესიული განათლების ასოციაციის EfVET წევრი გახდა!

EfVET (ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და გადამზადების ევროპული ფორუმი) მდებარეობს ბრიუსელში და აერთიანებს 1500-მდე პროფესიული განათლების სასწავლებელს ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან. ორგანიზაციის მიზანია აქტიური საერთაშორისო საპარტნიორო ქსელის შექმნითა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით, პროფესიული განათლების ხარისხისა და ინოვაციების ხელშეწყობა.
სრულად ნახვა...

კოლეჯის სტუდენტებმა და მასწავლებლებმა პრომეთეს მღვიმე მოინახულეს

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. კარსტულმა მღვიმემ ვიზიტორებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისინი ადგილზე უშუალოდ გაეცნენ მღვიმის წარმოქმნისათვის საჭირო  ბუნებრივ პირობებს. მღვიმე მდიდარია  სტალაქტიტებით, სტალაქმიტებით  და ჰელაქტიტებით, კასტრული ნაღვენთებით და მორთული დარბაზებით.
სრულად ნახვა...

შერჩევის განრიგი

განისაზღვრა კოლეჯის  მე-3 დონის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტთა შერჩევის ვადები. საგაზაფხულო მიღების აპლიკანტების შერჩევის განრიგი
სრულად ნახვა...

განათლების საერთაშორისო კვირეული გაიმართა

ააიპ პროფესიული უნარების სააგენტოს ორგანიზებით,  ა.წ. 19-21 მაისს ქ. თბილისში  განათლების საერთაშორისო კვირეული გაიმართა.  ღონისძიებას ესწრებოდნენ  კოლეჯი ცხუმ-ეგრისის წარმომადგენლები. კვირეულის მიზანს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა.  კვირეულში საქართველოსთან ერთად მონაწილეობას იღებდა 17 ქვეყნის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ევროპიდან და აზიიდან. კვირეულის ფარგლებში, სხვა მონაწილეების მსგავსად, კოლეჯის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაცია წარუდგინეს კოლეჯის სასწავლო პროგრამების შესახებ. სესიებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მონაწილეთა გამოცდილების გაზიარებასა და კოლეჯებს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. ამავდროულად, კვირეულის ფარგლებში გამართულ პროფესიული განათლების გამოფენაზე კოლეჯი ცხუმ-ეგრისი წარმოდგენილი იყო საკუთარი საგანმანათლებლო სივრცით, სადაც უცხოელ და ქართველ მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ კოლეჯის საინფორმაციო მასალებს.  
სრულად ნახვა...

ცხუმ-ეგრისი შეუერთდა საქველმოქმედო აქციას! ამა წლის 18 აპრილს ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ჩატარდა საქველმოქმედო კონცერტი,რომლის ორგანიზატორი იყო საქველმოქმედო ორგანიზაცია:„დახმარებისა და ინტეგრირების ლიგა“  
სრულად ნახვა...